სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ევრაზიის ფონდის დაფინანსებით ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოსა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ერთობლივი პროექტ "იმერი"–ს ფარგლებში ქალაქ წყალტუბოში ტრენინგი გაიმართა თემაზე – "ეფექტური კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა". სემინარს იმერეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერი/გამგებლები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
დღესვე, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო თვალთვაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებლებმა მოაწერეს.
აღნიშნული პროექტის მიზანს იმერეთის რეგიონში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელების უზრუნველყოფა წარმოადგენს და ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა უნდა მოხდეს. აღნიშნულის მიღწევა ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის სისტემატური ანგარიშგებისა და უწყვეტი დიალოგის მეშვეობით გახდება შესაძლებელი. პროექტის მხარდამჭერია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |