სიახლეები

შეხვედრა იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან

11 აპრილი, 2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტარციის მუშაობას რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცნენ. საჯარო სკოლების 60–მდე მოსწავლეს სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და საჯარო სამსახურის მუშაობის შესახებ ესაუბრა. ახალგაზრდებმა პირველ მოადგილეს აქტუალურ თემებზე კითხვები დაუსვეს და თითოეულ მათგანზე მოისმინეს პოზიცია.

იმერეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრა სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში ჩატარდა. მისი მიზანია გაუმჯობესდეს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი, დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში, გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები პერიოდულად ხვდებიან სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებს. ისინი მოსწავლეებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და მათთან ერთად მსჯელობენ დემოკრატიასა და სამოქალაქო მონაწილეობის მნიშვნელობაზე.