სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
#მადლობათავისუფლებისთვის
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 9 აპრილის მემორიალი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ, მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ასევე, გაიმართა ლიტერატურული პერფომანსი და მონიტორზე აჩვენეს 30 წლის წინ გადაღებული კადრები.
9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმერეთის რეგიონის 12–ვე მუნიციპალიტეტში იმართება.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. .
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |