სიახლეები

წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები გადაეცა

5 აპრილი, 2019

ქუთაისში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გამოვლენილი წარჩინებული მოსწავლეები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან, ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებაზე მოსწავლეებს, პედაგოგებს სიტყვით მიმართეს და ქუთაისის სხვადასხვა სკოლის კურსდამთავრებულებს მედლები გადასცეს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა.

ასევე, გამოვლინდნენ I, II და III ადგილის მფლობელი სკოლები, მედალოსანთა რაოდენობის მიხედვით. 238 მედალოსანიდან 174 კურსდამთავრებული ოქროსა და 64 ვერცხლი მფლობელი გახდა.