სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს ვანის მუნიციპალიტეტში ტიციან ტაბიძის 124 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ–მუზეუმში ლიტერატურულ–მუსიკალური პერფომანსი ,,მე დავიბადე აპრილის თვეში“ იყო წარმოდგენილი. ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრის შემოქმედებითმა კოლექტივმა ქართველი სიმბოლისტი პოეტისა და მწერლის შემოქმედება გააცოცხლეს და სტუმრებს საინტერესო სანახაობა შესთავაზეს.
ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ტიციან ტაბიძის შვილიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
,,ტიციანობა“ ვანის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნება და ამ დღეს სტუმრები სხვადასხვა რეგიონებიდანაც ჩამოდიან.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |