სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს ზესტაფონში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ადგილობრივი თანამშრომლობა, იმერეთის მეორე დონის პოსტინდუსტრიული ქალაქების გამოცოცხლებისთვის“ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მანამდე შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს პროექტის მიზნებისა და შედეგების შესახებ. პროექტის ფარგლებში გაძლიერდება მუნიციპალიტეტების თანამშრომელთა და პარტნიორების უნარები დაგეგმონ, მართონ და განახორციელონ ინდუსტრიულ რევიტალიზაციასთან დაკავშირებული პროექტები, ისე რომ მეტი სარგებელი მიიღოს ადგილობრივმა საზოგადოებამ.
შეხვედრაში მონაწილეობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ, მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ზესტაფონის, ტყიბულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, პოზნანის მეტროპოლიის ასოციაციისა და მდგრადი განვითარების ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ევროკომისიამ, პროექტის ,,ადგილობრივი თანამშრომლობა, იმერეთის მეორე დონის პოსტინდუსტრიული ქალაქების გამოცოცხლებისთვის“ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება 2018 წლის ბოლოს მიიღო. პროექტის ბიუჯეტი 355 ათასი ევროა. პროექტი ითვალისწინებს, სამივე ქალაქის ინდუსტრიული რევიტალიზაციისთვის მნიშვნელოვან პროექტებს დააფინანსებს, რისთვისაც საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებითა და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით მომზადდება ინდუსტრიული რევიტალიზაციის გეგმები.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |