სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დასავლეთ საქართველოში, ფაროსანას ღონისძიებების პირველი ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები და ფიტოსამიტრები იმერეთის რეგიონში, საკარმიდამო ნაკვეთებს, თხილის პლანტაციებს და მიტოვებულ შენობებს, ფაროსანს იდენტიფიკაციის და არეალის დაგდენის მიზნით, ათვალიერებენ, რათა დადგინდეს მავნებლის რაოდენობა.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების ვადა და დასამუშავებელი ტერიტორიების არეალი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება.
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიების პარალელურად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ და საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად მოსახლეობასთან საონფორმაციო შეხვედრები გამართეს.
ადგილობრივები უშუალო ინფორმაციას იღებენ დაგეგმილ ღონისძებებზე და მავნებელთან ბრძოლის ტექნიკურ მეთოდებს ეცნობიან.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |