სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ფიროსმანის სურათების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და ქალაქის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.
აღნიშნულ პროექტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუზეუმში სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების კოლექციათა ექსპონირება და ფართო საზოგადოებისათვის მათი წარმოჩენა წარმოადგენს.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ფიროსმანის სურათებთან ერთად, წარმოდგენილია პაბლო პიკასოს "ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი” და ფიროსმანის გამოფენათა ამსახველი აფიშები. გამოფენა – ფიროსმანი მირზაანის მუზეუმის კოლექციიდან – ქუთაისში 30 აპრილამდე გასტანს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |