სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი მიიღო. მხარის რწმუნებულმა ელჩს შეხვედრაზე რეგიონის საინვესტიციო გარემოსა და ტურისტული პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ესაუბრა სამომავლოდ ერთობლივი პროექტების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებული ყურადღება კი ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებში ჩართვაზე გაამახვილა. შეხვედრაზე გაჟღერდა ინიციატივა იმერეთში ბიზნეს ფორუმის ჩატარებაზეც, სადაც წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე. საქართველოში უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ მზად არის მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა უფრო ნაყოფიერი იყოს.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.
სექტემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |