სიახლეები

იმერეთში ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ ღონისძიებები ჩატარდება

14 მარტი, 2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დღეს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რეგიონში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, რომელიც მხარის ყველა მუნიციპალიტეტში უკვე შეიქმნა, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ აღნიშნა, რომ თითოეულ გასატარებელ ღონისძიებაში მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან მავნებლის მიერ მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანა მოხდეს. 2019 წლის აპრილიდან 12–ვე მუნიციპალიტეტში დაიწყება მოსახლეობასთან შეხვედრები საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში და გაიწერება გეგმა-გრაფიკი კონკრეტულად რა ვადებში უნდა მოხდეს შეწამლა და დამუშავება ტერიტორიების.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბესიკ გოფოძე და სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.