სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა 8 მარტი მეეზოვეებს მიულოცა

8 მარტი, 2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ ქალთა საერთაშორისო დღე იმერეთის რეგიონის ყველაზე ასაკოვან მეეზოვეს 81 წლის მარგალიტა აბრამიძესა და ყველაზე დაბალი ასაკის მქონე 21 წლის მეეზოვეს ლოლიტა თუთაშვილს მიულოცა. მარგალიტა აბრამიძე 7 წელია ვანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების სამსახურში მუშაობს, ხოლო ლოლიტა თუთაშვილი 1 წელია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სუფთა გარემოზე ზრუნავს.

,,8 მარტი სიმბოლურად იმერეთის უხუცესსა და ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვეებს მივულოცე. აღნიშნული პროფესიის ადამიანები ზრუნავენ სუფთა გარემოზე და მათი საქმიანობა ნამდვილად დასაფასებელია. ისინი სამუშაოს ყველაზე ადრე იწყებენ და შეიძლება ითქვას, რომ გვიან ამთავრეებენ. ამ ორი თაობის მეეზოვეს ერთი მიზანი აქვს ემსახუროს საკუთარ მუნიციპალიტეტს და დილით გამოსულ მოქალაქეებს დაახვედროს მოწესრიგებული ქუჩები. მე მადლობა მინდა გადავუხადო თითოელ მათგანს, გაწეული სამსახურისთვის. ამ დღეს ვულოცავ ყველა ქალბატონს, განსაკუთრებით კი მეეზოვე ქალბატონებს და ვუსურვებ წარმატებებს”-შავლეგო ტაბატაძე.

იმერეთის რეგიონში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 12–ვე მუნიციპალიტეტში იმართება.