სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) სამდივნო აგრძელებს M4EG კლუბის წევრი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების მომზადებასა და განხორციელებაში. ბაღდათის, ქალაქ ქუთაისის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებმა უკვე დაასრულეს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების (აეგგ) მომზადება, რომელიც უკვე განხილულია M4EG-ის სამდივნოსა და მსოფლიო ბანკის მიერ და შეფასებულია დადებითითად.
პროექტის ფარგლებში იმერეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ოფიცრები (აეგო) მონაწილეობდნენ კიევის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციასა და ჰოლანდიის სასწავლო ტურში. M4EG კლუბის წევრ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც მომზადებული ჰქონდათ აეგგ-ები, საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ თანამშრომელთა გაცვლის პროგრამის კონკურსში. ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნულმა მუნიციპალიტეტებმა დროულად მისცენ ოფიციალური სახე გეგმებს და დაიწყონ მათი განხორციელება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს თერჯოლა, ხონი, საჩხერე, ჭიათურა და სამტრედია, მათ დაასრულეს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების მომზადებასთან დაკავშირებული ტრენინგები და ამჟამად მუშაობენ აეგგ-ებზე.
ასევე მნიშვნელოვანია იმერეთის მუნიციპალიტეტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ M4EG-ის თემატური ჯგუფების (ბიზნესის ხელშეწყობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ღვინის ინდუსტრია) მუშაობაშიც.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |