სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
,,ზესტაფონის შემდეგ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული სკოლები ქუთაისშიც გავხსენით. ამ ეტაპისთვის 17 სკოლიდან 4 ექსპლუატაციაში უკვე შევიდა და სასწავლო პროცესი ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში განახლდა. დღეიდან 36–ე და 30–ე სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ადმინისტრაციის თანამშრომლები კომფორტულ გარემოში გააგრძელებენ მოღვაწეობას. პროგრამის ფარგლებში ქუთაისში კიდევ 6 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და წელს დასრულდება. ჩვენი ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რომ მოწესრიგდეს სასკოლო ინფრასტრუქტურა და ეტაპობრივად მოხდეს სკოლების რეაბილიტაცია. აქვე მინდა გავაჟღერო ერთი კარგი ამბავი, 2019 წელს იმერეთის რეგიონში 10–მდე სკოლის მშენებლობა განხორციელდება. ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით იმ სოფლებში მოხდება აღნიშნული სკოლების მშენებლობა, სადაც ყველაზე რთული მდგომარეობა არის.
დღევანდელი დღე ნამდვილად განსაკუთრებულია, გარდა რეაბილიტირებული სკოლების გახსნისა წარჩინებულ მოსწავლეებს გადავეცით ოქროსა და ვერცხლის მედლები. თითოეულ მათგანს მინდა წარმატებები ვუსურვო. ქვეყანა სწორად, რომ განვითარდეს სჭირდება განათლებული მომავალი თაობა, თქვენ ხართ ხვალინდელი საქართველო და ყველამ უნდა შეიტანოთ საკუთარი წვლილი მის განვითარებაში"– შავლეგო ტაბატაძე.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |