სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

21 თებერვალი, 2019

ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ და ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერეს. ამ ეტაპზე დახურული სანიაღვრე არხის მოწყობა და დეკორატიული ფილებით ტროტუარების მოპირკეთება მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულება მარტის ბოლოს იგეგმება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

მხარის რწმუნებული ქუთაისში სხვა ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებსაც ეცნობა.