სიახლეები

15 თებერვალი ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის დღეა

15 თებერვალი, 2019

,,15 თებერვალი ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ავღანეთში მებრძოლ ჯარისკაცებთან ერთად გვირგვინით შევამკეთ დაღუპულთა მემორიალი. ქართველი ჯარისკაცები ყოველთვის გამოირჩეოდნენ და გამოირჩევიან ბრძოლის ჟინით. დღესაც ქართველი მებრძოლეები მსოფლიოს ცხელ წერტილებში არიან, სამშვიდობო მისიების ფარგლებში იცავენ მშვიდობას და ებრძვიან ტერორიზმს. თითოეული მათგანის ღვაწლი დიდია და ფასდაუდებელი. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს პატივისცემას თითოეული ჯარისკაცის წინაშე"–შავლეგო ტაბატაძე.