სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში დედაენის ძეგლთან 14 აპრილისადმი მიძღვნილი ფიქრია ჭაბუკიანის კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ქალაქის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.
ქუთაისში მდებარე დედაენის ძეგლს რეაბილიტაცია 2014 წელს ჩაუტარდა, სამუშაოების ღირებულებამ 25 925 ლარი შეადგინა.
ეს დღე საქართველოში 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.
კრიზისის განსამუხტად საბჭოთა რეჟიმმა შეცვალა გადაწყვეტილება და ქართულ ენას ახალ კონსტიტუციაშიც ყოფილი სტატუსი შეუნარჩუნა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |