სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და უნივერსიტეტში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდა. სალომე ზურაბიშვილმა იმერეთის მხარეში ვიზიტი შეაფასა და ქუთაისისა და წყალტუბოს პერსპექტივაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ქუთაისმა არ უნდა დაკარგოს ძველი ნიშა, რომლის თანახმად ის ყოველთვის იყო კულტურულ- საგანმანათლებლო კერა. რაც შეეხება წყალტუბოს ის გამორჩეული კურორტია და მისი მსგავსი ევროპაში არ არის.
სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას უნივერსიტეტში, იმერეთის რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |