სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მეორე დღე რეგიონში

10 თებერვალი, 2019

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი იმერეთის რეგიონში გრძელდება. პრეზიდენტმა რეგიონების განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფორმატში ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა და სიმბოლურად ხე დარგო. ასევე, იმყოფებოდა ნიკო მარის სახლ-მუზეუმშიც.

საქართველოს პრეზიდენტმა რიონჰესის სათაო ნაგებობაც დაათვალიერა, რომელიც წარმოადგენს საინჟინრო და ინდუსტრიული არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშს. კაშხალის აგების იდეა ფერომანგანუმის წარმოებას უკავშირდება, რომელიც დიდი რაოდენობით იაფ ელექტროენერგიას საჭიროებდა და ეს საკითხი ბერლინიდან მოწვეულ ჰიდროტექნიკოსს მიანდეს. 1927 წელს გეგმის საფუძველზე დამუშავებული პროექტით გადაწყდა მდინარე რიონზე, ქუთაისის მახლობლად ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ასევე, პრეზიდენტი არქეოლოგიურ საიტსაც გაეცნო.

სალომე ზურაბიშვილს ქუთაისში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დახვდნენ.

დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.