სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმერეთის რეგიონს ესტუმრა. პრეზიდენტმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან შავლეგო ტაბატაძესთან ერთად წყალტუბოში გუდიაშვილის პანო, რამდენიმე სანატორიუმი და საწურბლიას მღვიმე დაათვალიერა.
,, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია იმერეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნოს. 2 დღის მანძილზე ქალბატონი სალომე წყალტუბოსა და ქუთაისში არსებულ სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებს დაათვალიერებს. დღეს წყალტუბოში რამდენიმე სანატორიუმი ვნახეთ, რომელიც საჭიროებს განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას. თქვენ იცით, რომ წყალტუბო ბალნეოლოგიური კურორტია და ტურისტები ხშირად სტუმრობენ ამ მუნიციპალიტეტს, ამიტომ აუცილებელია წყალტუბო უფრო მეტად განვავითაროთ. სასიამოვნოა, რომ პრეზიდენტი დაინტერესებულია რეგიონში არსებული პოტენციალით. ვიზიტის პერიოდში ჩვენ მაქსიმალურ ინფორმაციას მივაწოდებთ რა მხარდაჭერა გვჭირდება და როგორ ვხედავთ იმერეთის განვითარების გეგმას“–აღნიშნა შავლეგო ტაბატაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ოტია იოსელიანის შვილიშვილის ფერმერულ მეურნეობას მოინახულებს, რომელიც თაფლისა და ქვევრის ღვინის წარმოების ტრადიციებს აგრძელებს. ასევე, ეწვევა კომპანია „ჰერბიას“, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებს.
პრეზიდენტი ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრშიც მივა და ბენეფიციარებს მოინახულებს. დღის ბოლოს კი შეხვდება საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. შეხვედრას წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანიც დაესწრება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |