სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი სამტრედიაში ვანსა და ბაღდათში გამართულ სოფლის კრებებს დაესწრნენ. ,,სოფლის მხარაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩატერებულ კრებებზე მოსახლეობა ირჩევს რა გაკეთდეს, რადგან გამოყოფილი თანხა სწორად იქნას ათვისებული. სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩხენიშში მოსახლეობის გადაწყვეტილებით გარე განათება, დასასვენებელი სკვერი და მოსაცდელი მოწესრიგდება.
ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ინაშაურში მოსახლეობისთვის პრიორიტეტი სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება, სანიაღვრე არხების მოწყობა და საუბნო გზების რეაბილიტაციაა.
ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ როხში, სადაც პრიორიტეტად განსაზღვრეს კულტურის სახლის რეაბილიტაცია.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება 2019 წლიდან განახლდა და დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებით და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |