სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე ეკონომიკურ კონფერენციას ,, საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ დაესწრო. შეხვედრაზე მინისტრებმა დეტალურად ისაუბრეს მიმდინარე წელს განსახორციელებელ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე.
,,რეგიონების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი წარმოადგინეს, მათ შორის საუბარი იყო იმერეთის რეგიონში დაგეგმილი პროექტების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მოხდება საუკუნის სახლების სრული რეაბილიტაცია. შეიქმნება კაფეები, რესტორნები და სხვადასხვა ლოკაციები, ასევე მოეწყობა ინფრასტრუქტურა. პროექტის განხორციელების შემდეგ ქალაქის ისტორიული ნაწილი როგორც ტურისტებისთვის ასევე ადგილობრივებისთვის იქნება მიმზიდველი და საინტერესო.
შეხვედრაზე ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარას საავტომობილო გზის 20 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის მნიშველობაზეც გამახვილდა ყურადღება. ეს გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და ორ რეგიონს იმერეთსა და სამცხე–ჯავახეთს აკავშირებს ერთმანეთს.
რაც შეეხება წყალტუბოს, მას აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, რათა კომპლექსურად მოხდეს აღნიშნული კურორტის განვითარება“–შავლეგო ტაბატაძე.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მასშტაბური პროექტებისა 2019 წელს იმერეთში კიდევ არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება, რომლისთვისაც 330 595 589 ლარია გამოყოფილი.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |