სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
9აპრილს დატრიალებული ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ,ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს დეპუტატებმა მემორიალთან სანთლები დაანთეს.
დღესვე, მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი 12 მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ანდრიამ გადაიხადა. ქალაქის ცენტრში მოეწყო 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენაც მოეწყო, მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა კი მემორიალი ტიტებით შეამკეს
1989წლის 9 აპრილის სისხლიან დილას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ათასობით ადამიანი გაზით მოიწამლა. თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დარბევამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ეროვნული მოძრაობის აგორებისა და ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |