სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კრებების ჩატარება გრძელდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე, მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა კიკნაველიძესთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ჩატარებულ კრებას დაესწრო და მოსახლეობის მხრიდან საკუთარ სოფლებში განსახორციელებელ პროექტებზე ინფორმაცია მოისმინა.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეშვეობით თითოეულ მოქალაქეს აქვს საშუალება ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღებაში და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. მათ ყველაზე უკეთ იციან რა საჭიროებები აქვს სოფელს. კრების შედეგად მოსახლეობა თანხმდება და ერთობლივად განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში რომელი პროექტი განხორციელდეს. შეხვედრებზე რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა. მოსახლეობა სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაციას, საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგებასა და ატრაქციონების დადგმას, გარე განათების მოწყობას, მგზავრთა მოსაცდელის რეაბილიტაციას და შიდა გზების მოხრეშვას ითხოვს“–შავლეგო ტაბატაძე.
სოფლის კრებები იმერეთის რეგიონის 554–ვე სოფელში გაიმართება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |