სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ზესტაფონში რეაბილიტირებული #6 და #7 საჯარო სკოლები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ, განათლების მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გახსნეს. აღნიშნული სკოლები ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსდა და დაწესებულებებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ფონდის ეგიდით იმერეთის რეგიონში 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ხორციელდება და პროექტის შედეგად 10 000–მდე მოსწავლისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო.
სკოლების რეაბილიტაციას აშშ-ის მთავრობა აფინანსებს, რისთვისაც 140 მლნ დოლარი იხარჯება.
პროექტის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 11 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით რეაბილიტაცია 91 სკოლას ჩაუტარდება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |