სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, მოადგილეებმა: იოსებ ხახალეიშვილმა და გიორგი ჭიღვარიამ, ქუთაისში ხარების სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულეს და მართლმადიდებლურ სამყაროს ხარების დღესასწაული მიულოცეს. ტაძრის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და სამუშოები უკვე დასასრულს უახლოვდება. ჯვარ–გუმბათოვანი ტაძარი ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს ლოცვა–კურთხევითა და მრევლის შემოწირულობებით შენდება.
დღესვე, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარზე ქვის მოჩუქურთმებული ღვთისმშობლის ხარების ბარელიეფი აღიმართა. მშენებარე ტაძრის წინამძღვარმა მამა იოსებმა კი მრევლთან ერთად წირვა–ლოცვა აღავლინა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |