სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ ეგრეთწოდებულ საზღვრისპირა სოფელ პერევში სოციალურად დაუცველ მაკასარაშვილების ოჯახს ახალი წელი მიულოცა. 8 სულიანი ოჯახი რეგიონის მასშტაბით ერთ–ერთია, რომელსაც ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა აქვს. ოჯახი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 1000 ქულით არის შეფასებული.
მხარის რწმუნებულმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მრავალსულიან ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა. ასევე 3 მცირეწლოვან ბავშვს საჩუქრები მიუტანა.
პერევის შემდეგ შავლეგო ტაბატაძე სამტრედიის სოფელ გორმაღალში ჩავიდა და სკოლამდელი დაწესებულების 4 აღსაზრდელს საჩუქრები ჩაუტანა. ბავშვებმა საკუთარი სურვილების შესახებ იმერეთის რწმუნებულს ერთი თვის წინ უთხრეს, როდესაც მხარის პირველი პირი სოფელში არსებული ბაღის მდგომარეობას ეცნობოდა. აღნიშნულ დაწესებულება მცირეკონტიგენტიანია და მხოლოდ ერთი ჯგუფი ფუნქციონირებს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |