სიახლეები

იმერეთის რწმუნებულმა 2019 წელი საგანგებო სამსახურებს მიულოცა

31 დეკემბერი, 2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ, მოადგილეებთან და ქუთაისის მერთან გიორგი ჭიღვარიასთან ერთად საგანგებო რეჟიმში მყოფი სამსახურების თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა. მხარის რწმუნებული ქუთაისში არსებულ დაწესებულებებს: საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, წყალმოამარაგების კომპანიას, დაცვის, საპატრულოსა და სამხარეო პოლიციას ესტუმრა და მორიგე თანამშრომლებს წარმატებული 2019 წელი უსურვა.

,,ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში მზად არიან ემსახურონ მოსახლეობას. ისინი ახალ წელს სამსახურებში ხვდებიან და მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად არაერთი ადამიანი გადაურჩენიათ. მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებული 2019 წელი ვუსურვო“–აღნიშნა შავლეგო ტაბატაძემ.