სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა. შეხვედრაზე 12–ვე მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების შესახებ იმსჯელეს და 2018–2020 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შეიტანეს. ხმათა აბსოლიტური უმრავლესობით საბჭოზე დამტკიცდა მერების მიერ წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
იმერეთის რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების მერებს მოუწოდა მაღალმთიანი დასახლებებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით ისარგებლონ მთის განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხებით.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას იმერეთის რწმუნებულის მოადგილეები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარლამენტში იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |