სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეიდან ქუთაისში დღის/კრიზისული ინტერვენციის მობილურმა ჯგუფმა დაიწყო ფუნქციონირება, ცენტრი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საჭიროებების დასაკმაყოფილებლადიმუშავებს. აღნიშნულ მომსახურებებს ითვალისწინებს პროგრამა, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. დღეისათვის პროგრამა უკვე 400-მდე ბავშვსა და მათ ოჯახებს დაეხმარა თბილისში.
ქუთაისში მომსახურებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ვორლდ ვიჟენი" ქუთაისის მერიასა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმნისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოფს.
ცენტრისგახსნასიმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭნაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისისმერი და ჯანდაცვისსამინისტროსწარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღის ცენტრში 30-მდე ბავშვისმიიღება იქნება შესაძლებელი. ბენეფიციარებს ადგილზე ისეთ მომსახურებას გაუწევენ, როგორიცაა კვება, ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უზრუნველყოფა.
პროგრამის ფარგლებში, ასევე ისეთი პროფესიონალების მომზადება მოხდა, როგორებიცაა მობილური ჯგუფის წევრები, დღის/კრიზისული ინტერვენციისა და ტრანზიტული ცენტრების წარმომადგენლები, პოლიციელები, რათა ბავშვებს ადეკვატური მომსახურება მიეწოდოთ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |