სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საჩხერის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის პროექტის ფარგლებში "შეხვედრა წარსულთან, აწმყოსთან და მარადიულობასთან" ფარგლებში, რეჟისორ ელდარ შენგელაიასთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარია და მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე ესწრებოდნენ. საჩხერის კინოს სახლში რეჟისორის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო და მაყურებელს ელდარ შენგელაიასთვის კითხვების დასმის საშუალებაც მიეცა.
კინოს სახლში გაიმართა ასევე გამოფენა, სადაც რეჟისორის ფილმების ამსახველი კადრები იყო წარმოდგენილი. ელდარ შენგელაიამ საჩხერის მუნიციპალიტეტში სიმბოლურად საკუთარი ხელმოწერაც დატოვა. აღნიშნული პროექტი საჩხერის მუნიციპალიტეტში რამდენიმე თვის წინ დაიწყო და პირველი სტუმარი კინორეჟისორი რევაზ ჩხეიძე იყო. პროექტის მიზანს ადგილობრივების ცნობილ ადამიანებთან შეხვედრა და კულტურის სფეროს განვითარება წარმოადგენს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |