სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ქართული ენის მე-8 რესპუბლიკური ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია ესწრებოდნენ.
ქართული ენის ოლიმპიადის პირველ ტურში გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდნენ: საუკეთესო კალიგრაფი, საუკეთესო მკითხველი, ნორჩი გრამატიკოსი, საუკეთესო დეკლამატორი და საუკეთესო მუსიკალური ნომერი. გამარჯვებულებს სიგელები სკოლა-ლიცეუმისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გადასცეს. ქართული ენის მე-8 რესპუბლიკური ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულები 5 აპრილს თბილისში, ოლიმპიადის მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას.
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა გააცნო და მხარეები სამომავლოდ მჭიდრო ურთიერთნამაშრომლობაზე შეთანხმდნენ.
![]() |
თებერვალი 2025 | ![]() |
||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |