სიახლეები

იმერეთში კიდევ ერთი სოფელი გაზიფიცირდა

5 დეკემბერი, 2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ, ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ალავერდში სიმბოლურად გაზი აანთო. 2018 წელს განხორციელებული სამუშაოების შედეგად აღნიშნული სოფელი გაზიფიცირდა და დღეიდან მოსახლეობას შეუძლია ბუნებრივი აირით ისარგებლოს. სოფელში ამ ეტაპზე 150–მდე მკვიდრი ცხოვრობს. სოფლების გაზიფიცირების პროცესი იმერეთის რეგიონის სოფლებში 2019 წელსაც გაგრძელდება.