სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი აქციის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მაღლაკში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა. ნუცუბიძეების 12 სულიან ოჯახს საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთები მიუტანეს. იმერეთის რწმუნებული ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას და ოჯახს პრობლემის მოგვარებას დაპირდა. კერძოდ მათი მოთხოვნის საფუძველზე მოხდება სახლის გადახურვა და ასევე, მყისიერად გადაიჭრება წყლის პრობლემა.
,,ნუცუბიძეების ოჯახს საყოფაცხოვრებო პრობლემები აქვს. მე დღეს დავპირდი, რომ მათი მოთხოვნა დროულად იქნება გათვალისწინებული და შესაბამისი ღონისძიებები უმოკლეს ვადებში განხორციელდება. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან მათ დახმარებას, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და სოციალური მომსახურების სააგენტოდან იღებს ყოველთვიურად ფულად დახმარებას. გარდა ამისა მუნიციპალიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში სხვადასხვა პროგრამით უწევს გარკვეულ უზრუნველყოფას. დღეს კი მათ დასახმარებლად სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი გაერთიანდა. ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთები. მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა. ბიზნესის ჩართულობა და თანამონაწილეობა საქველმოქმედო ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი აქცია კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფოსთან ერთად მზად არის საზოგადოება, გაინაწილოს სოციალური პასუხისმგებლობა და დაეხმარონ მის გვერდით მყოფ ადამიანებს“–განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |