სიახლეები

საპენსიო რეფორმის განხილვა

5 დეკემბერი, 2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე დაგროვებითი პენსიის თაობაზე გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო. საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს რეფორმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მახასიათებლები გააცნეს. მოდელი გულისხმობს შრომის ბაზარზე მყოფი მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებიდან საპენსიო ხარჯების უზრუნველყოფას. ამ შემთხვევაში შრომისუნარიანი ადამიანი, რომელიც იბეგრება, აცნობიერებს, რომ მას წვლილი შეაქვს საკუთარი უზრუნველი სიბერის დაგეგმვაში. შესაბამისად მას პენსია განესაზღვრება იმის მიხედვით, თუ ცხოვრების განმავლობაში რამდენი იმუშავა, რამხელა იყო მისი ანაზღაურება და ამ ანაზღაურების რა წილი შეჰქონდა საპენსიო ფონდში. აღნიშნული რეფორმა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება.