სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ, სტიქიის შედეგებზე და შემდგომ პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან თათბირი გამართა. შეხვედრაზე გუბერნატორმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია რა გაკეთდა დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. მხარის რწმუნებულმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში მყისიერად დაიწყო სტიქიით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა და უახლოეს დღეებში ყველა დაზარალებულს უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება. შეხვედრაზე იმერეთის რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მისცა დამატებით დავალებები, რათა დროულად აღმოიფხვრას ის პრობლემები, რომელიც სტიქიის შედეგად მიადგა იმერეთის რეგიონს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |