სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა ტიპის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტებში დაზარალებული მოსახლეობისთვის გადასახური მასალის გადაცემა გრძელდება. გარკვეულწილად დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპიც.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე დღეს დაზარალებულ ოჯახებში მივიდა და ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას.
,, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის იმერეთში 2 448 000 ლარის ზარალია დათვლილი. ეს მონაცემები საბოლოო არა არის, რადგან მოქალაქეები დაზიანებების შესახებ ინფორმაციას დღესაც აწვდიან მერიებსა და შესაბამისი ტერიტორიული მართვის ორგანოებს. ინფორმაცია ყოველ საათში იცვლება და შესაძლოა ზარალის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დროულად აღმოიფხვრას პრობლემები. სწორედ ამ მიზინით დავდივარ დაზარალებულ ოჯახებში და მათთან ერთად განვიხილავ იმ საკითხებს, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის არის საჭირო “–განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
იმერეთის გუბერნატორი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებში სტუმრობას აგრძელებს და ქუთაისის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც გეგმავს ჩასვლას.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |