სიახლეები

იმერეთში სტიქიის შედეგად ზარალის დათვლა მიმდინარეობს

1 დეკემბერი, 2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დილიდანვე შეიკრიბა შტაბი და აქტიურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა და იმ კომპანიებთან ერთად სამუშაოს განაწილება, რომლებმაც უნდა დაიწყონ ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაგეგმვაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

დაზიანებული ინფრასტრუქტურის ადგილზე გაცნობის მიზნით ქუთაისში, რამდენიმე ობიექტზე იმერეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და სამინისტროს წარმომადგენლები გავიდნენ.