სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში იმერეთის რეგიონის კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა.შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს ქუთაისისა და სამტრედიის გუნდები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ქუთაისმა მოიპოვა. გამარჯვებულს სულიკო თორთლაძის სახელობის გარადმავალი თასი გადაეცა. დღესვე, სერთიფიკატებითა და დაჯილდოვდნენ ხარაგაულის, საჩხერისა და სამტრედიის გუნდები, რომლებმაც შესაბამისად მე–4, მე–3 და მე–2 ადგილები გაინაწილეს.
კალათბურთის ფესტივალში იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა კალათბურთელთა გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონატი "თბილისი 2015 ვროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს" ეძღვნებოდა, მისი ყველა მონაწილე კი რეგიონში ოლიმპიური ჩირაღდნის შემოტანის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
იმერეთის ჩემპიონატი ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, თამაშები წყალტუბოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში იმართებოდა. აღნიშნული ფესტივალი იმერეთის რეგიონში უკვე მე–2 წელია რაც იმართება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |