სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
თერჯოლაში ნავენახევის მღვიმე გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული, მოეწყო ტურისტული ბილიკი,მღვიმის შიდა ინფრასტრუქტურა, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია, სუვენირების მაღაზია და ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე.
ნავენახევის მღვიმე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხდარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით, ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |