სიახლეები

ტყიბულში #6 საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა

26 ნოემბერი, 2018

ტყიბულში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი #6 სკოლამდელი დაწესებულების ახალი შენობა გაიხსნა. საბავშვო ბაღი 2 სასწავლო ჯგუფზეა გათვლილი და 60–მდე აღსაზრდელი სწავლობს. ახალი შენობა რეგიონული განვითარების ფონდიდან 357 019 ლარით დაფინანსდა. დაწესებულება აღიჭურვა ახალი ინვენტარით.

სკოლამდელი დაწესებულების ახალი შენობა იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, ტყიბულის მერმა თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძემ დაათვალიერეს.