სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის დელეგაციას უმასპინძლეს. დელეგაციას ქალაქ ინგტინის პოლიტიკური და იურიდიული მდივანი, ინ ძიენძე ხელმძღვანელობს. დელეგაციას იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.
დელეგაციის წევრებს იმერეთის ტურისტულ-ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პრეზენტაცია აჩვენეს. ჩინური მხარე დაინტერესებულია იმერეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციას შორის სხვადასხვა სფეროში გაცვლით პროგრამები განხორციელდეს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |