სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სამშენებლო კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ ქუთაისში ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტის კონცეფცია წარადგინა. ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია კომპანიის დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ წარადგინა.
ქუთაისის ახალი სასტუმრო, რომელიც ქალაქის ცენტრში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, მოიცავს 125 ნომერს განსაკუთრებული ინტერიერით და ხედებით. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია. სასტუმროს მშენებლობისა და შემდგომ მისი ოპერირებისთვის 250 - მდე ადგილობრივი დასაქმდება. პროექტი 2020 წლის მე-4 კვარტალში უნდა დასრულდეს.
ქუთაისის ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტში გათვალისწინებულია ტერიტორიის ისტორიული დატვირთვა, ფუნქციონალური ნაწილი და არქიტექტურული თავსებადობა ქალაქთან.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |