სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს სოფლების გაზიფიკაციის პროექტის ფარგლებში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზედაგორასა და ზედაბზვანში გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ამით იმერეთის მხარეში იმ სოფლების რაოდენობა, რომელთაც ბუნებრივი აირი მიეწოდებათ, 287-მდე გაიზარდა. სულ აღნიშნულ რეგიონში გაზიფიცირებულია 11 მუნიციპალიტეტში 204,229 აბონენტი.
გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიაში ასევე მიიღეს მონაწილეობა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ გენერალურმა დირექტორმა აზერ მამადოვმა და „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ.
სამუშაოები, რომლებიც ამჟამად იმერეთის რეგიონის სოფლების გაზიფიცირების მიმართულებით მიმდინარეობს, წინასწარ არსებულ გრაფიკის თანახმად, 2020 წლის ჩათვლით უნდა დასრულდეს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |