სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
,, მინდელის შახტის შესახებ მაღალკვალიფიციური საინჟინრო დასკვნა დეკემბერში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც იმ უბნებზე, რომლებზეც პოზიტიური დასკვნა იარსებებს, მუშაობა განახლდება“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მეშახტეებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ასევე, აღნიშნა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს შახტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოს ფუნქციონირება მდგრადი ვერ იქნება.
მთავრობის მეთაურის შეხვედრა მეშახტეებთან კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და პრემიერ მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი დაესწრნენ.
დღესვე, პრემიერ მინისტრმა მეშახტეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან ტყიბულში დაიწყება ტექსტილის ახალი ქარხნის მშენებლობა, სადაც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება პირველ ეტაპზე 5 მილიონი აშშ დოლარია და მას ,,საპარტნიორო ფონდი“ ჩინელ ინვესტორებთან ერთად განახორციელებს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |