სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე იმერეთის რეგიონს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ მინისტრი, თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან და იმერეთის გუბერნატორთან შავლეგო ტაბატაძესთან ერთად, სამხედრო ჰოსპიტალის ქუთაისის სამედიცინო ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო. სამედიცინო ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სრულ ამბულატორიულ მომსახურებას უზრუნველყოფს.
ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძემ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა დაათვალიერა, სადაც დაცულია სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა, ქართული და უცხოური უნიკალური გამოცემები და იშვიათი წიგნები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის ონლაინ-კატალოგის (OPAC) სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს ბიბლიოთეკის აბონენტს მოიძიოს მისთის სასურველი ლიტერატურა ბიბლიოთეკაში მიუსვლელად და ონლაინ-კატალოგის ცირკულარი, რომლის საშუალებითაც აბონენტს შეუძლია დაჯავშნოს მისთვის სასურველი ლიტერატურა. გარდა ბიბლიოთეკისა, ახალ კორპუსში განთავსდა თანამედროვე საკონფერენციო დარბაზები და ოფისები უნივერსიტეტის სხვადასხვა საჭიროებებისათვის.
დღესვე, საქართველოს პრემიერ მინისტრი ახალგაზრდა წყალბურთელებს, მწვრთნელებსა და სტუდენტებს შეხვდა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოლიმპიური აუზი აშენდება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |