სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სოფელ ბორითში განახლებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა გახსნეს. აღნიშნული საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 166 ათასი ლარით რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 80 ბავშვზეა გათვლილი და მასში 19 ადამიანია დასაქმებული. ამ დრომდე სოფელ ბორითში საბავშვო ბაღი ავარიულ შენობაში ფუნქციონირებდა, სადაც მხოლოდ 25 ბავშვის განთავსება იყო შესაძლებელი.
2014 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდა, მათ შორის სამ ისეთ სოფელში, სადაც ამ დრომდე ბაღი საერთოდ არ არსებობდა . საერთო ჯამში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, აღნიშნული მიმართულებითმუნიციპალიტეტმა მილიონნახევარ ლარზე მეტი დახარჯა.
2015 წელი იმერეთის რეგიონში საბავშვო ბაღებისწლად გამოცხადდა, რეგიონში ათობით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და 23 ახალი ბაღი აშენდება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |