სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, გივი მოდებაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატთან, სულხან მახათაძესთან ერთად, სოფელ ნავარძეთში, რეაბილიტირებული წყლის სისტემა დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა 50 ტონიანი წყლის რეზერვუარი,1200 მეტრზე შეიცვალა მილსადენი და დაიდგა წყლის ახალი ტუმბო. პროექტის ღირებულებამ კი 83 893 ლარი შეადგინა.
აღნიშნული სოფლის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა სასმელი წყლის პრობლემა, ვინაიდან მოძველებული და დაზიანებული სისტემა ვერ უზრუნველყოფდა წყლის საჭირო რაოდენობით მოსახლეობის მომარაგებას.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |