სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს ხონში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ახალი კორპუსი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა 100 პაციენტზეა გათვლილი, ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აღნიშნულ შენობაში 4 სტაციონარის განყოფილება განთავსდა. ოთახებში დამონტაჟებულია აუდიოგახმოვანების სისტემა და უზრუნველყოფილია საჭირო ტექნიკური ინვენტარით.
ახალი კორპუსი იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ, ხონისა და ვანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი ჭიჭინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |