სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ,,რეგიონული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში“ მორიგი განხილვა დღეს შედგა. პროგრამა ითვალისწინებს: ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და საპილოტე ინტეგრირებული რეგიონული განვითარების პროგრამის შემუშავებას 4 რეგიონში (იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, გურია და კახეთი) ასევე, ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვანი პროექტების: მცირე და საშუალო მეწარმეობის, ძირითადი ინფრასტრუქტურისა და მომსახურებების, ადამიანური რესურსების განვითარებას, სამიზნე რეგიონებში ინვესტიციების მოზიდვასა და დასაქმების ხელშეწყობას.
დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო მონაწილე რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები და წინადადებები განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრაში მონაწილეობდა იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, რაჭა–ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, გურიისა და კახეთის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და დაინტერესებული პირები.
იანვარი 2025 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |