სიახლეები

შეხვედრა ქუთაისსა და წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებთან

18 ოქტომბერი, 2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, პირველმა მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ, ქუთაისსა და წყალტუბოში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოინახულეს. უახლოეს პერიოდში ამ ოჯახებს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ.

ქუთაისში, დევნილთა ოჯახების განსახლების მიზნით ამ ეტაპზე 52 ბინა შენდება აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს ჩაბარდება. ასევე, მიმდინარეობს წყალტუბოში 140 ბინის მშენებლობა და მისი დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმება.